გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე 

21:08, 06.08.2026

ძალადობის შედეგად დაღუპული გიგა ავალიანის საქმის ყველა ფიგურანტი დაკავებულია.

პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა მოკლული 28 წლის პედაგოგის ყოფილი მოსწავლე, საქმეში მთავარი მსჯავრდებულის მეგობარი, ნია იმნაძე. ის დაკავებისას შეუძლოდ გახდა, ღამე კლინიკაში გაატარა, დღეს კი დროებით მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. იმნაძეს გამოძიება ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზებას ედავება. სამართალდამცველებმა სახლიდან აიყვანეს არასრულწლოვანი ანასტასია ბერუაშვილიც – კიდევ ერთი მსჯავრდებულის მეგობარი. ბერუაშვილს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. ორივე მათგანს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს. აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. გუშინდელ დაკავებებს გიგი ავალიანის ოჯახი ეხმაურება. გარდაცვლილის დედა, რომელიც ნია იმნაძის ბრალეულობაზე თვეებია საუბრობს, მომხდარს სამართლიანობის აღდგენად აცხადებს. წარდგენილ ბრალს კატეგორიულად არ ეთანხმებიან დაკავებულთა ოჯახები.

რა ახალი მტკიცებულებები გაჩნდა რეზონანსულ საქმეში – ნახეთ რეზი ხუციშვილის რეპორტაჟი.

მსგავსი