გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა უფასო შემეცნებით ტურს უმასპინძლა.
ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი მოთხოვნადი და პოპულარული პროექტია „შემეცნებითი ტური“, სადაც გიდების ჩართულობით, დაინტერესებული პირები ეცნობიან საკოლექციო ნაკვეთების დანიშნულებას, მიმდინარე კვლევებსა და ბოტანიკური ბაღის როლის მნიშვნელობას მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლასა და დაცვაში. ეკო-შემეცნებითი პროექტების მიზანია, ხელი შეუწყონ საზოგადოების გარემოსდაცვით განათლებას, ბიომრავალფეროვნების, განსაკუთრებით მცენარეთა მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის გავრცელებასა და მის პოპულარიზაციას.