გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიო ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს ემშვიდობება. 84 წლის ასაკში გია ყანჩელი გარდაიცვალა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გია ყანჩელის პანაშვიდები თბილისში, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლში 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება. 5 ოქტომბერს კი ცნობილ კომპოზიტორს რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ და საკუთარი სურვილის შესაბამისად დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

ჯანმრთელობის გაუარესების გამო ბოლო პერიოდი გია ყანჩელი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. ლეგენდარული კომპოზიტორი 1935 წელს დაიბადა. განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები, თეატრისა თუ კინოსთვის შექმნილი ნამუშევრები, რომელთაც ყველა თაობის მსმენელი და მაყურებელი კარგად იცნობს.