ღვთისმშობლის შობის დღესასწაული
დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეა – დღესასწაულის აღსანიშნავად ეკლესია-მონასტრებში დილიდან წირვა აღევლინა. პატრიარქმა ღვთისმსახურება ბათუმის საკათედრო ტაძარში შეასრულა, ზიარების შემდეგ კი მრევლს ქადაგებითაც მიმართა. დღესვე პატრიარქმა მეუფე დიმიტრის საჩუქრად ღვთისმშობლის პანაღია გადასცა.
დღეს ეკლესია იოაკიმესა და ანას ოჯახში მარიამის დაბადებას იხსენებს. ქრისტიანული სწავლების თანახმად, ყოვლადწმინდა მარიამის შობას კაცობრიობის ხსნის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.