ღვინის ტური

12:28, 20.08.2026

ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისთვის საქართველოში ღვინის ტური გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის, Colangelo & Partners მხარდაჭერით, საქართველოში ღვინის ტური ჩატარდა. ტურის ფარგლებში, ამერიკელი სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ქართულ სამზარეულოს გაეცნენ. ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული არაერთი ქართული ღვინო.

მსგავსი