საქართველომ ღვინის ტურს უმასპინძლა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „კოლანჯელო ენდ პარტნერის“ ორგანიზებით ჩატარდა. 14-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ამერიკული კომპანიისა და ამერიკის ღვინით ვაჭრობის სექტორის წარმომადგენლები. ტურის ფარგლებში, ამერიკელი სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები. ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანიის ღვინოებს.