შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში, ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე რვა მწარმოებლის 25 სახეობის ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი. 31 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით საგამოფენო სივრცე ცხრა გემზე მოეწყო და ათასობით სტუმარს უმასპინძლა. Expovina შვეიცარიის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და ორი კვირის განმავლობაში ათასობით სტუმარს, მათ შორის, ღვინის ექსპერტს, სომელიეს, ჰორეკა სეტორისა და მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს.
მეღვინეობის პრაქტიკულად ყველა ქვეყნიდან წარმოდგენილ ღვინოებს შორის იყო ქართული ღვინოც, რომელიც გამოფენაზე „ქართული ღვინის სახლმა“ წარადგინა. გამოფენის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დაესწრო.