ღვინის ექსპორტი აშშ-ს ბაზარზე
რვაათასწლოვან კულტურას და ქართული ღვინის პოტენციალს ამერიკელი სომელიეები ეცნობიან.
უცხოელი სტუმრები ხუთ დღიანი ტურის ფარგლებში, ქართულ უნიკალურ ღვინოებს დააგემოვნებენ და წარმოების საუკუნოვან ტრადიციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. ამერიკელი სპეციალისტები საქართველოში ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში იმყოფებიან. იმის გათვალისწინებთ რომ შეერთებული შტატები საქართველოსთვის სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სააგენტო „ქართული ღვინის“ პოპულარიზაციის და ექსპორტის მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა აქტივობას პერიოდულად გეგმავს.