ღვინის ექსპორტი

რეკორდულ ნიშნულზეა ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი.

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ქვეყნიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი ღვინო სწორედ 2018 წელს გავიდა. შესაბამისად დაფიქსირდა ღვინის ექსპორტიდან მიღებული რეკორდული შემოსავალიც.

2018 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 86 მილიონ 200 ათასი ბოთლი ღვინო გავიდა. ზრდამ 2017 წელთან შედარებით 13 %-ს მიაღწია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება , 203 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ეს 20 %-ით მეტია ვიდრე გასულ წელს. გაზრდილია ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობაც.