ღვინის ექპორტი

ქართული ღვინის ექსპორტი დადებით ტენდენციას ინარჩუნებს. პანდემიური 2021 წლის რეკორდული საექსპორტო მაჩვენებლების შემდეგ, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, ქვეყნიდან 5 მილიონ 300 ათასი ბოთლი ღვინო გავიდა. მაჩვენებელი წინა წლის ანალოგურ პერიოდს 51 პროცენტით აღემატება. ყველაზე მეტი ღვინო იანვარში ჩინეთში გაიტანეს, შემდეგ მოდის იაპონია და ამერიკის შეერთებული შტატები. ღვინოსთან ერთად, გაზრდილია ბრენდის და ჭაჭის ექსპორტიც. სპეციალისტები სექტორში არსებულ დადებით დინამიკას გატარებულ რეფორმებსა და ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირებენ.

რა აქტივობებია დაგეგმილ ქართული ღვინის კიდევ უფრო პოპულარიზაციის მიზნით და როგორია ღვინის მწარმოებლების პროგნოზი.