ღონისძიებები „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში

12:25, 08.10.2026

„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, დედაქალაქში ძუძუს კიბოს სკრინინგის კვირეული მიმდინარეობს. აქცია ეროვნულ სკრინინგ ცენტრთან თანამშრომლობით, ჩუღურეთის რაიონიდან დაიწყო და 1 კვირის განმავლობაში, თბილისის ოთხივე ფილიალს მოიცავს. პროეცსში დედაქალაქის ყველა რაიონიდან სულ 400 ქალი ჩაერთვება. პაციენტები კვალიფიციურ კონსულტაციასთან ერთად, გამოკვლევებს მაღალტექნოლოგიური აპარატურით ჩაიტარებენ. ვარდისფერი ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიაა. თბილისის ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეებს ძუძუს, საშვილოსნოს, ფარისებრი ჯირკვლისა და სხვა პათოლოგიების გამოკვლევა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით შეუძლიათ.

მსგავსი