„ღირსეული პარტნიორი 2018" - საქართველო სამხედრო სწავლებას მასპინძლობს

„ღირსეული პარტნიორი 2018″ – საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნა ვაზიანის აეროდრომზე დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ცერემონია ქართველი, ამერიკელი და გერმანელი სამხედროების საჰაერო სადესანტო ოპერაციით გაგრძელდა.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება დღეიდან 15 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ამერიკელი გენერლებიც ჩამოვიდნენ. „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. მრავალეროვნულ წვრთნებს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე ხელმძღვანელობს. წვრთნაში 3000-ზე მეტი სამხედროა ჩართული.

 

დატოვე კომენტარი