ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრში სროლა იყო. თვითმხილველთა თქმით, ცეცხლი ჯერ პალესტინელმა შეიარაღებულმა პირებმა გახსნეს, რომელთაც „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში ისრაელი ამარაგებს, შემდეგ კი, ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა. დაღუპულია 6 და დაშავებულია 100-მდე ადამიანი. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ პალესტინელი შეიარაღებული პირები სამოქალაქო ფორმებში არიან ჩაცმული და ისრაელის ძალებთან ერთად მოქმედებენ.