ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. ზავი ადგილობრივი დროით 11:15 წუთზე ამოქმედდა. ეს პროცესი თითქმის სამი საათით გადაიდო, რადგან ისრაელში აცხადებდნენ, რომ შეთანხმება იქამდე არ შევიდოდა ძალაში, სანამ „ჰამასისგან“ გასათავისუფლებელი მძევლების სიას არ მიიღებდა. „ჰამასმა“ დაგვიანება ტექნიკური მიზეზებით ახსნა.
ვინ არიან აღნიშნულ სიაში და რას მოიცავს სამ ეტაპიანი შეთანხმება, რომელიც კატარის, აშშ-ისა და საფრანგეთის შუამავლობით გაფორმდა?- თიკა მიგინეიშვილის ჩართვა.