ღარიბაშვილის წერილი – გამოკითხვები

15:01, 03.09.2026

ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოკითხვები გრძელდება. საუბარია 4 აპრილს, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე. უწყების ცნობით, საქმეზე გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. პროკურატურის განცხადებით, გამოიკითხებიან ის პოლიტიკოსები და სხვა პირები, რომლებმაც აღნიშნულ საქმეზე საჯარო განცხადებები გააკეთეს. დღეს უწყებაში ნიკა გვარამია დაიბარეს.

ხატია ჯამალაშვილის ჩართვა #მოამბე

მსგავსი