ღარიბაშვილის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

დუბაი გაერო-ს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტს მასპინძლობს. მასში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს. ასევე დაესწრება არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.