ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება - პოლიტიკოსების შეფასებები

ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკაში დაბრუნებას მმართველი გუნდის წევრები პოზიტიურად აფასებენ და ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ დაფუძნებასა და გუნდის წარმატებაში ირაკლი ღარიბაშვილს დიდი წვლილი აქვს შეტანილი და მისი დაბრუნებით პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება. თუმცა კრიტიკულები არიან ოპონენტები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით გუნდმა დაადასტურა, რომ ჩიხში იმყოფება.