ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა. საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგი სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთს, არამედ მთელ რეგიონს. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ღიაა მხარი დაუჭიროს ნებისმიერ კონსტრუქციულ პროცესს, რაც მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას.