„ღამის სერენადების” გახსნამდე ოთხი დღე რჩება

ფესტივალის „ღამის სერენადები” გახსნამდე ოთხი დღე რჩება.

ორგანიზატორებმა დღეს პროგრამის შესახებ ისაუბრეს.

საიუბილეო ფესტივალი ბათუმში უცხოელ და ქართველ მუსიკოსებს უმასპინძლებს. მათ შორის ალექსანდრე კორსანტიას, მევიოლინე გია იაშვილს, მევიოლინე გეზა ჰოსზუს და კამერულ ორკესტრს, „საქართველოს ვირტუოზებს“.

ფესტივალი 26 აგვისტოს გაიხსნება ფილმით „მუსიკალური სამკუთხედი” და შესრულდება მოცარტის „ღამის სერენადები”.

ფესტივალი ოთხ სექტემბერს დასრულდება.