გერმანიის წიგნის მაღაზიების წარმომადგენლებისთვის ქართული ლიტერატურის გაცნობის კამპანია დაიწყო

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში, გერმანიის წიგნის მაღაზიების წარმომადგენლებისთვის ქართული ლიტერატურის გაცნობის სპეციალური კამპანია დაიწყო.

ქართულმა დელეგაციამ და ქართველმა ავტორებმა ანა კორძაია-სამადაშვილმა და დათო გაბუნიამ წიგნის გერმანელ გამავრცელებლებს მრავალსაუკუნოვანი ქართული ლიტერატურის, კლასიკოსი და თანამედროვე მწერლების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

ღონისძიებას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და ფრანკფურტის წიგნის მაღაზიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კამპანიის ფარგლებში მსგავსი ღონისძიებები გერმანიაში მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება.