გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის განცხადება
ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარე ალისა ვაიდელმა განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მისი პარტია გერმანიის ევროზონიდან და შენგენის ზონიდან გაყვანას გეგმავს. მისივე თქმით, ევრო არასტაბილური ვალუტაა და ევროს შემოღებამდე გერმანია გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყო. ფედერალურ დონეზე ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად უსწრებს კანცლერ ფრიდრიხ მერცის პარტიულ ბლოკს – ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა და ქრისტიან-სოციალურ კავშირს.