გერმანიის კანცლერის პოლიტიკური მომავალი 

გერმანიის კანცლერს დღეს კიდევ ერთხელ მოუხდა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი.

ანგელა მერკელი ამბობს, რომ თავს კარგად გრძნობს და 2021 წლამდე თანამდებობაზე დარჩენას გეგმავს. მერკელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქვეყნის შიგნითაც და მის საზღვრებს გარეთაც საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კანცლერი რამდენიმე მიღებაზე შეუძლოდ გახდა.