გერმანიის ელჩი მთავრობის ადმინისტრაციაში - პრემიერის განცხადება

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა, საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩის ვიზიტზე. როგორც პრემიერმა განმარტა, ამ შეხვედრის ინიციატორი თავად პეტერ ფიშერი იყო. ირაკლი კობახიძის თქმით, გერმანიის ელჩი ითხოვდა „გრანტების შესახებ კანონი“ მათზე არ გავრცელებულიყო, თუმცა როგორც პრემიერი აღნიშნავს, კანონის წინაშე ყველა ვალდებულია.