გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში

12:16, 14.08.2026

საქართველოში გერმანიის საელჩო, ახალდანიშნული ელჩის, ბარბარა ფოსის პირველ კომენტარს ავრცელებს. „არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება“, – განაცხადა ფოსმა.

მმართველ გუნდში იმედს გამოთქვამენ, რომ ახალი ელჩი სათანადო მუშაობას გასწევს და ის შეკითხვები, რომლებიც ორმხრივ ურთიერთობაში არსებობდა, მომავალში აღარ იქნება. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მათი საგარეო კურსი უცვლელია და მიიჩნევენ, რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობები ახალ პოზიტიურ ეტაპზე უნდა გადავიდეს.

მსგავსი