გენო კალანდიას ხსოვნის საღამო

სოხუმის დრამატულ თეატრში, პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, გენო კალანდიას ხსოვნის საღამო გაიმართა. ღონისძიება პოეტის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. სტუმრების წინაშე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემოქმედებითი კოლექტივები, მუსიკალური ანსამბლები და მსახიობები წარსდგნენ, რომლებიც პოეტის ლექსებს კითხულობენ. საღამოზე პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ვიდეოკოლაჟები აჩვენეს.