გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენა პარლამენტში

დეპუტატები გენერალური პროკურორობის კანდიდატს მიმდინარე კვირაში საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ, რის შემდეგაც რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრა გაიმართება. გიორგი გაბიტაშვილი საპროკურორო საბჭომ შეარჩია. მისი კანდიდატურა მისაღებია უმრავლესობისთვის. მმართველი გუნდის წევრები მის გამოცდილებასა და პროფესიონალიზმზე აკეთებენ აქცენტს. ოპოზიციისთვის კი გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი ფორმალობაა. მათი თქმით, შერჩევა არჩევნების შემდეგ უნდა მომხდარიყო.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭომ კანდიდატებთან გასაუბრება გასულ კვირას დაასრულა. მოუსმინეს სულ რვა აპლიკანტს. მათგან ჯერ სამი, შემდგომ კი პარლამენტისთვის წარსადგენად, 11 ხმით გიორგი გაბიტაშვილი აირჩიეს. ის ამჟამად გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებს.