საგამოძიებო ფაილები – ჩიკვაიძის საქმე

21:16, 14.09.2024

თაღლითობის საქმე და პროკურატურის მიერ გასაჯაროებული მტკიცებულებები – საგამოძიებო უწყება გიორგი ჩიკვაიძის სისხლის სამართლის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. საქმე ეხება იახტას, რომელიც კომპანია „რამსეს ჯორჯიან იახტინგ პლატფორმსს“ „ელთ ბილდინგისთვის“ მილიონ 115 ათასი ლარის ნაცვლად უნდა გადაეცა. თუმცა, უწყების ცნობით, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულების პირობები დაარღვიეს.

თავად ბრალდებული ჩიკვაიძე პოლიტიკურ შევიწროებაზე საუბრობს, დაზარებული კი „მოამბესთან“ ინტერვიუში ჰყვება, რომ მისმა კომპანიამ ბრალდებულების კომპანიის ანგარიშზე ოთხი ჩარიცხვა განახორციელა, თუმცა თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა. სხვადასხვა დაპირების მიუხედავად, დაზარალებულ კომპანიას იახტა დღემდე არ მიუღია.

გიორგი იდუკაშვილი დეტალებით.

 

მსგავსი