გენერალური პროკურორობის კანდიდატების მოსმენა - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
პოლიტიკოსები გენერალური პროკურორობის კანდიდატის შერჩევას ეხმაურებიან. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ უმჯობესი იქნებოდა, პროცესი არჩევნების შემდეგ დაწყებულიყო. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ პროკურორის შერჩევის პროცესი სრული გამჭვირვალობით მიმდინარეობს.