გენერალური პროკურორის შერჩევის პროცესი გრძელდება – გიორგი გაბიტაშვილის მოსმენა დასრულებულია. ის გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილეა. პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აქცენტი ძირითადად პროკურატურაში არსებულ გამოწვევებსა და განხორციელებულ რეფორმებზე გაკეთდა. ასევე საბჭოს წევრები დაინტერესდნენ, გაბიტაშვილი პროკურორად არჩევის შემთხვევაში, რა ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. საპროკურორო საბჭოში გასაუბრების პროცესი ხვალაც გაგრძელდება.
ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.