მმართველი გუნდის მიერ შეცვლილი პოზიცია – ხელისუფლება მზადაა, გენერალური პროკურორის არჩევის ის წესი შემოიღოს, რომელსაც თავის დროზე შარლ მიშელის შეთანხმებაც ითვალისწინებდა. თუ მაშინ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში მითითებული წესის ასახვა სამართლებრივად მიზანშეწონილად არ მიიჩნია, ახლა პოლიტიკურ კომპრომისს ევროკომისიის რეკომენდაციის აღსრულების მოტივით ხსნის.
თუ ახალი წესი ძალაში შევა, ეს ნიშნავს, რომ მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი მომავალ გენერალურ პროკურორს უბრალო უმრავლესობის ნაცვლად, 90 ხმით აირჩევს.
მანანა დევაძე არკვევდა, ექნება თუ არა თავის დროზე ოპოზიციური პარტიების მიერ მოწონებულ არჩევის ახალ წესს ამჯერად მათგან მხარდაჭერა.