გენერალური პროკურატურის განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 10 სექტემბერს ნიკანორ მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი. უწყების ცნობით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას და მსგავსი კანონსაწინააღმდეგო ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა, გამოყენებულ იქნას უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

პროკურატურის განცხადებას თავად ნიკა მელია გამოეხმაურა.

დატოვე კომენტარი