გენერალ კვინიტაძის დაკრძალვა მთაწმინდის პანთეონში

12:50, 24.05.2021

საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალი გიორგი კვინიტაძის ნეშტს 26 მაისს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს ჩამოასვენეს.

ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის ხსოვნის პატივსაცემად, ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. სამოქალაქო პანაშვიდი კი სამების საკათედრო ტაძარში.

საქართველოში იმყოფებიან მისი შთამომავლები. შვილიშვილი, მსახიობი მარიამ დ’აბო საქართველოს პირველი არხის დილის გადაცემის, „ახალი დღის“ სტუმარი იყო და გენერლის მიერ ემიგრაციაში გატარებულ წლებზე ისაუბრა.

ახალი დღე

მსგავსი