გენადი ბესტაევის საქმე

საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობაში მყოფი გენადი ბესტაევის ოჯახი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად სარჩელს ამზადებს. ადვოკატი ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიმართავს.

ინტერესების დამცველმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციის მისაღებად, საჭირო დოკუმენტაცია უკვე წარუდგინა. დღეს სამხარეო პოლიციაში გენადი ბესტაევის დისშვილი და ადვოკატი გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას პატიმრობა სამი წლით მიუსაჯა.