„გემო ფესტი“

რაჭაში გასტრონომიული ფესტივალი „გემო ფესტი“ გრძელდება.

დღეს 16:00 საათიდან ამბროლაურის ცენტრალურ პარკში მისულ სტუმრებს კვლავ დახვდებათ სამეწარმეო ბაზრობა, კვების დახლები და საბავშვო გასართობები. „გემო ფესტი“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტია, რომლის მიზანი ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრონომიული მიმართულებით ახალი ტურისტული სერვისების განვითარებაა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შეფ-მზარეულებთან ერთად, ფესტივალისთვის ადგილობრივ მზარეულებს რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდა. მათ მიერ შექმნილი ახალი რაჭული და ლეჩხუმური კერძების დაგემოვნებას სტუმრები დღეს, ფესტივალის დასკვნით ნაწილში შეძლებენ.