„გემო ფესტი“ რაჭაში

გასტრონომიული ფესტივალი რაჭაში ადგილობრივი კერძების დეგუსტაციით დასრულდა.

„გემო ფესტის“ სტუმრებმა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული კულინარიული ნაწარმი დააგემოვნეს, მათ შორის არის მაგალითად, ალუბლისა და თაფლის ღვინო, ყველი, ჩირი თუ ადგილობრივი ლორი. გამორჩეული კერძების გარდა ამბროლაურის ცენტრალურ პარკში მოწყობილი იყო გასართობი სივრცე და სხვადასხვა პროდუქტით სავსე ბაზარი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება რაჭაში კონცერტით მთავრდება.