GDI „ბირჟა მაფიის“ საქმეზე მთავარი პროკურატურის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოს მიმართავს

ბირჟა მაფიას საქმე –  “საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ”  მთავარი პროკურატურის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში  სარჩელი  შეიტანა. საჩივარში წერია, რომ  გიორგი ქებურიას, სახელმწიფოს მიერ უკანონო ქმედებებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი უნდა აუნაზღაურდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია, ქებურიასთვის 37 000 ლარამდე თანხის გადაცემას ითხოვს.  შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ქებურიას ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებოდა.

ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.