გაზრდილი ტვირთბრუნვა საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში

ზღვა, ხმელეთი და საჰაერო გზა – სამივე მიმართულებით საქართველოდან გადაზიდვების მაჩვენებელი გაზრდილია. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის სატრანსპორტო დერეფანში გატარებული ტვირთების დინამიკა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესდა. ზრდის განსაკუთრებული დინამიკა შეიმჩნევა ჩინეთიდან საქართველოს გავლით გადაზიდულ ტვირთებზე. მზარდი მონაცემების და გაუმჯობესებული ტენდენციების გათვალისწინებით გადამზიდავები საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის უკეთ ასათვისებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობაზე საუბრობენ. განსაკუთრებული აქცენტი ანაკლიის პორტის პროექტზე და არსებული ნავსადგომების გაფართოებაზე კეთდება.