გაზრდილი ტვირთბრუნვა
საქართველოს დერეფანში ტვირთების მოცულობა გაიზარდა. ექვს თვეში საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22 პროცენტით არის მომატებული. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათვე ცნობით ეს ბოლო ათწლეულში, დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ნავსადგურებმა ისეთი ტვირთები მიიღეს, რომელიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არ გადაიზიდებოდა. ესენია, ფოლადისა და სხვადასხვა სახის მილები, ოქროსა და სპილენძის კონცენტრატები, აგრეთვე თხევადი ტვირთები.