რატომ არ მიწოდება 150 000 აბონენტს გაზი თითქმის 4 დღის განმავლობაში.
ავარიულად გამორთვის შესახებ 17 თებერვალს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში საჯარო მოსმენა გაიმართება. დაწყებულია მოკვლევაც. იქამდე, ვიდრე შესაბამისი სტრუქტურები საკითხს სწავლობენ, მოქალაქეთა ნაწილი ჯერაც ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. მომარაგების აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. კომპანიის ოფიციალური ინფორმაციით მილის დაზიანება მესამე პირის ჩარევით იყო გამოწვეული, თუმცა დღეს თბილისის მერმა განმარტა, რომ ეს ფაქტი არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება.