გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარება

საქართველოში კორონავირუსის ბრიტანული შტამის საყოველთაო გავრცელება დაიწყო.

ახალი შემთხვევების უმეტესობა სწორედ „ბე 117“ ტიპისაა. გადადების მაღალი ხარისხით გამორჩეული შტამის აქტიური ცირკულირებით ხსნიან ეპიდემიოლოგები ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ მატებას. იზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ამ ეტაპზე შეზღუდვების თავიდან ამოქმედება არ განიხილება, თუმცა პიკის მოახლოებასთან ერთად არც ამ გადაწყვეტილების მიღება გამოირიცხება. ქვეყანა მესამე ტალღას რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრებით ებრძვის. გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნა „ფაიზერზეა“, რომლის მეორე პარტიის მიღების თარიღი გაურკვეველია. დიდი ალბათობით მოსახლეობის ფართო ჯგუფებისთვის ჩინური „სინოფარმი“ იქნება ხელმისაწვდომი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ისევ არ აქვს.