გატაცებულის გათავისუფლება

საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ახალუბნიდან გატაცებული გაათავისუფლა.

ოკუპირებული ცხინვალი ორი დღის წინ რუსი სამხედროების მიერ უკანონოდ დაკავებულმა მანსურ პეტრემღვდლიშვილმა უკვე დატოვა. მისი გათავისუფლების სანაცვლოდ ოჯახმა გამოსასყიდი ე.წ. ჯარიმის სახით 2000 რუსული რუბლი გადაიხადა. გათავისუფლებული  საქართველოს სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. შსს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხვის შემდეგ, გათავისუფლებული საკუთარ ოჯახს დაუბრუნდება.

მანსურ პეტრემღვდლიშვილი 17 ივნისს სოფელ ახალუბნის მინდორში დააკავეს. ის ორ თანასოფლელთან ერთად მინდორში საქონელს მწყემსავდა.