გატაცებული მწყემსის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული მწყემსის სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

50 წლის აკაკი დოთიაშვილის გათავისუფლებას მისი ოჯახის წევრები დღესვე ელოდებიან. ოჯახმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დაწესებული 2 000 რუსული რუბლი გუშინ გადაიხადა.

მწყემსი რუსმა სამხედროებმა ორი დღის წინ სოფელ კირბალიდან იმ დროს აიყვანეს, როცა ის შვილთან და თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა.

გატაცებულის შვილის ინფორმაციით, ოთხი რუსი ჯარისკაცი ბუჩქებში იმალებოდა. დოთიაშვილის ოჯახს დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღია.