გასვლითი შეხვედრა სკოლაში

18:41, 17.04.2025

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრი, გლდანის რაიონის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, გლდანის რაიონში ექვს საჯარო სკოლას ეწვივნენ. დეპუტატებმა სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მათ საჭიროებებზე ინფორმაცია მოისმინეს. მათ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრიც“ მოინახულეს, სადაც სტუდენტებისთვის კოლეჯში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ.

მსგავსი