გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან

12:24, 24.12.2020

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს მერაბ ლომიძეს და გენადი მაკარიძეს მოუსმენენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს კითხვები სასამართლოსთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ექნებათ. რაც შეეხება არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს. მისი თქმით ის კვლავ სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხით დაინტერესდება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის სულ 50 კანდიდატია რეგისტრირებული, საიდანაც საბჭოს წევრებმა ცხრა უნდა შეარჩიონ და მათი სია დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინონ.

მსგავსი