გართულებული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

საქართველოში ეპიდვითარება კვლავ რთულია – კორონავირუსს გასულ დღე-ღამეში ისევ 60 ადამიანი ემსხვერპლა და დაინფიცირდა 5 924. ვირუსის რთული მიმდინარეობის გამო, საველე ჰოსპიტლები ყოველდღიურად ივსება. გაზრდილია ბავშვების ინფიცირებისა და კლინიკებში მიმართვიანობის მაჩვენებელიც. ამ ფონზე მოქალაქეთა ნაწილი რეგულაციებს მაინც არ იცავს და პირბადის გარეშე გადაადგილდება.

როგორ უნდა მოხდეს უფრო მკაცრი კონტროლი, რა რესურსი რჩება ჰოსპიტალურ სექტორს და როგორია ინფიცირებულების მდგომარეობა – თამუნა ნადარეიშვილი დეტალებით.