გარემოვაჭრეების პროტესტი

18:24, 13.08.2019

პროტესტი ვარკეთილში, ე.წ თათრების ბაზრობაზე.

დასაქმებულებმა ადმინისტრაციის მიერ გადასახადების გაზრდის დაანონსება გააპროტესტეს და გაიფიცნენ. მოგვიენებით კი  შპს „ვარკეთილი 96“-ის წარმომადგენლებსა და მოვაჭრეებს შორის მოლაპარაკება დაიწყო და ამ ეტაპისვის მოვაჭრეებმა მუშაობა აღადგინეს.

რამდენით და რა პერიოდიდან მოიმატებს მათი გადასახადი, ეს დაზუსტებული არ არის. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თითოეულ დახლზე დამატებით 50 ლარის გადახდა მოუწევთ დასაქმებულებს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში გაზრდილი გადასახადი დამატებით პრობლემებს შეუქმნით.

მსგავსი