გარემოვაჭრეების მოთხოვნა და თბილისის მერის პასუხი
თბილისის მერია ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მოუწოდებს, რეაბილიტაციის პერიოდში, მოვაჭრეებს ალტერნატიული სივრცე გამოუყოს.
თბილისის აგრარულ ბაზარში აქცია მოვაჭრეებმა გუშინ გამართეს. პროტესტის მიზეზი ბაზრის ადმინიტრაციის გეგმა გახდა, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. მოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მომხდარს კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა. დედაქალაქის მერის შეფასებით, ტერიტორიის მოწესრიგება აუცილებელია, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია დასაქმებული ადამიანების მხარდაჭერაც.
მოვაჭრეების მოთხოვნა და ბაზრის ადმინისტრაციის პოზიცია ნახეთ მაკა არჩევნიშვილის სიუჟეტში.