გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სტატისტიკა
სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 21 ათასამდე ფაქტი – ასეთია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კონტროლის 3 წლის სტატისტიკა. გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან ყველაზე მეტი, დაახლოებით 11 000 ფაქტი დედაქალაქში გამოვლინდა. დეპარტამენტი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის მონიტორინგს ქვეყნის 4 მსხვილ ქალაქში 2023 წლის 4 სექტემბრიდან ახორციელებს.