გარემოსდაცვითი კამპანია ფოთში
პრემიერის ინიციატივით, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ რეგიონებში მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში, ფოთელმა პირველკლასელმა მოსწავლეებმა, მშობლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა ლოკაციაზე ხის ნერგები დარგეს. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მოზარდებში გარემოზე ზრუნვის, ბუნების სიყვარულისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობას.