გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, მცხეთა მთიანეთის რეგიონში სოფელ თვალივში, სახელმწიფო ტყის ტერიტორია დაასუფთავეს. მათი თქმით, მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და აქციაში მონაწილეობით თავიანთი წვლილი შეიტანეს ეკოლოგიაზე ზრუნვაზე. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე, 1973 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით იმართება. მიზანი კი – საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.